ამ წერილში აქცენტი არასწორადაა დასმული - გიგა ბოკერია ოპოზიციური პარტიების ნაწილის უკრაინის პრეზიდენტისადმი მიმართვაზე

პოლიტიკა

გამოქვეყნებულია  429 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინის პრეზიდენტისადმი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიმართვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წერილში აქცენტები არასწორადაა დასმული:

„ჩვენს გუნდს, „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს პარტნიორებს, „თავისუფალ დემოკრატებს“ სხვა ტიპის პოზიცია გვაქვს. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის ამ წერილში არასწორად არის აქცენტი დასმული. ივანიშვილის მთავრობას სააკაშვილი რომ არ მოსწონს, სძულს და პოლიტიკურ დევნას რომ გადააყოლა ქვეყანა, ეს არის პრობლემა, ის კი არა - ვინ არის მართალი სააკაშვილის შეფასებაში ან როგორ ვაფასებთ წარსულს „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რეფორმების. ახლა ამაზე კი არ უნდა იყოს დისკუსია, დისკუსია იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სჭირდება უკრაინასთან სტრატეგიულად ნორმალური ურთიერთობა და ეს საკითხი არის უკრაინის შიდა საკითხი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი და პირველ რიგში, ივანიშვილის მთავრობა ამაში არ უნდა ერეოდეს და ამ საკითხზე თავის პოზიციას არ უნდა გადააყოლოს ქვეყნის ინტერესი, რასაც ივანიშვილი აკეთებს და არასწორია ამაზე კამათი იმით, რომ ჩენ დადებითაც ვაფასებთ სააკაშვილის დანიშვნას, თუ მის წარსულ მოღვაწეობას. ეს აქ რელევანტურიც არ არის. ჩვენც თავი უნდა შევიკავოთ იმის შეფასებისგან, უკრაინისთვის რა იქნება კარგი და რა არა. მთავარი ისაა, რომ ივანიშვილი აზიანებს ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ამ წერილში აქცენტი არასწორადაა დასმული - გიგა ბოკერია ოპოზიციური პარტიების ნაწილის უკრაინის პრეზიდენტისადმი მიმართვაზე
  • unipress