ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფულს, ბიუჯეტის ფულს, დახარჯავენ წინასაარჩევნოდ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათის. ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს, მას მერე, რაც "ქართული ოცნება" დამარცხდება ამ არჩევნებში

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  80 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „აწარმოე საქართველოს“ მიერ თანხების შესაძლო წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას
ეხმიანება.


სერგი კაპანაძის თქმით, „აწარმოე საქართველოს“ ბიუჯეტი 2020 წელს 40 მლნ. ლარს შეადგენდა, რომელიც ტურისტული სეზონის წინ უნდა გამოყენებულუყო. პანდემიის გამო, ვერ მოხდა ამ თანხების გამოყენება, მთავრობამ კი უარი თქვა ამ თანხების სხვა მიზნებისთვის გამოყენებაზე, მათ შორის პანდემიით დაზარალებული ადამიანების დახმარებაზე. ხელისფლების თქმით, ეს თანხა დაიხარჯება ოქტომბერში, მაშინ როდესაც
ტურისტული სეზონი დამთავრებულია. კაპანაძე აღნიშნავს, რომ ეს ბადებს დიდ ეჭვს, რომ მთავრობა ამ თანხას გამოიყენებს წინასაარჩევნოდ, პარტიული მიზნებისათვის.


"პანდემიის დროს, "ქართულმა ოცნებამ", თავის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, კი არ მოაგვარა ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში დადგა, არამედ კიდევ უფრო გააღრმავა. მათ შორის კონკრეტული გეგმის არარსებობით, თანხების არასწორად გადანაწილებით, და მათ შორის იმით, რომ ბიუჯეტის ფული, ურცხვად, მიეცა თავისი შემომწირველებისათის სხვადასხვა კონტრაქტის გზით. დღეს მინდა შევეხო „აწარმოე საქართველოს“, რომელიც 2014 წლიდან არსებობს და რომლის ბიუჯეტი ყოველწლიურად იყო 10 მილიონი ლარი. მათ მიერ დაფინანსებული პროქტები, ჩვეულებრივ, არანაირ ეკონომიკურ ეფექტს არ იძლეოდა. ამ შემთხვევაში, ამ პროგრამას, რომლის სხვადასხვა ტიპის პრიორიტეტებში გაწერილი იყო ტურიზმთან დაკავშირებლი საკითხები, მათ შორის სასტუმროების მოწყობა ტურისტული სეზონის წინ, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური აღჭურვა. ამ ყველაფრისთის 2020 წელს იყო გამოყოფილი 40 მილიონი ლარი, პანდემიის შემდეგ, ეს თანხა, ბუნებრივია, ვერ დაიხარჯა. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა, რომ ეს თანხა დახარჯულიყო სხვა
მიზნებისათვის, იქნებოდა ეს ჯანდაცვის კუთხით, სოც. დახმარებების თუ სხვა კუთხით. თუმცა, ქართულომა ოცნებამ არათუ გამოიყენა ეს თანხა სხვა მიზნებისათვის, არამედ განაცხადა, რომ დაიწყებს ამ ფულის გამოყენებას ოქტომბერში. მაშინ, როდესაც ტურისტული სეზონი მთავრდება ისინი ამბობენ , რომ თანხას ოქტომბერში დახარჯავენ. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს იმას, რომ პროგრამის გამოყენება უნდა მოხდეს წინასაარჩევნოდ. თანხების გაცემის დროს კონტროლის ეფექტური მექანიზმი ვერ იმუშავებს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ გრანტების გაცემა მოხდება უკონტოლოდ და მიიღებს მოსყიდვის სახეს, რადგან ქვეყანაში არსებული უმწვავესი
ეკონომკიკური კრიზისის ფონზე, სააგენტოს ანგარიშზე უდევს თანხა 40 მილიონის ოდენობით, რომლის დახარჯვას რატომაღაც ოქტომბერში გეგმავს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფულს, ბიუჯეტის ფულს, დახარჯავენ წინასაარჩევნოდ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათის. ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს, მას მერე, რაც "ქართული ოცნება" დამარცხდება ამ არჩევნებში." -  აცხადებს სერგი კაპანაძე.


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფულს, ბიუჯეტის ფულს, დახარჯავენ წინასაარჩევნოდ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათის. ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს, მას მერე, რაც "ქართული ოცნება" დამარცხდება ამ არჩევნებში
  • unipress