ეს ამბავი, რომ ერთი იძახის დავბრუნდები და მეორე ამბობს, ვერ დაბრუნდება და დევნას აგრძელებენ, უნდა დასრულდეს

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  117 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

იმას, თუ ვისი ადგილია პოლიტიკაში, წყვეტს ქართველი ამომრჩეველი, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც მესიასავით ბრუნდება და ის გადაარჩენს ქვეყანას. ეგ ეგრე ვერ მოხდება, მაგრამ დევნილი არავინ უნდა იყოს,-  განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას:                                 

„არ ვიცი, რას გულისხმობენ და მიხეილ სააკაშვილი როდის დაბრუნდება, მაგრამ "ევროპული საქართველოს" და მე ვიტყოდი, საქართველოს ამოცანაა, რომ ეს ერთიდაიგივე სცენარი დასრულდეს. ეს ამბავი, რომ ერთი იძახის დავბრუნდები და მეორე ამბობს, ვერ დაბრუნდება და დევნას აგრძელებენ, უნდა დასრულდეს. ქვეყანა უნდა წავიდეს წინ და ამაში იგულისხმება ისიც, რომ ვიღაც იძახის მეხუთეჯერ, რომ დაბრუნდება და ვერ ბრუნდება, რადგან დევნილია, უნდა დასრულდეს. ეს წრე, რომ პოლიტიკური დევნილები არსებობენ, უნდა დასრულდეს. ეს ვითარება შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა. პოლიტიკური დევნილები გვყავს და ჩვენ ამას დავასრულებთ არა მხოლოდ ერთი ფიგურისთვის, არამედ ყველასთვის".

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად დასახელებას, როგორც ბოკერია ამბობს, ამ გადაწყვეტილების გარშემო კოალიცია ვერ შეიკვრება.

"ყველა პოლიტიკური ძალის უფლებაა, რომ მას ვინც სურს კანდიდატად ის დაასახელოს. ჩვენ ამ კანდიდატს მხარს არ ვუჭერთ. ჩვენ ჩვენი ხედვა გვექნება და თუ პროგნოზზე მეკითხებით, რა თქმა უნდა ვერ მოხერხდება ამის გარშემო კოალიციის შეკვრა, კოალიციას შევკრავთ ჩვენ, "ევროპული საქართველო", რადგან ხედვა გვაქვს ქვეყანა ამ ჩიხიდან როგორ გამოვიყვანოთ"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეს ამბავი, რომ ერთი იძახის დავბრუნდები და მეორე ამბობს, ვერ დაბრუნდება და დევნას აგრძელებენ, უნდა დასრულდეს
  • unipress