ათ კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება

საქართველო

გამოქვეყნებულია  204 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ათ კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული რეგულაციები განმარტა.

კითხვაზე, შეეხება თუ არა 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც და დაუწესდება თუ არა ეკლესიასაც იგივე რეგულაციები, პრემიერმა განმარტა: „მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
1
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ათ კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება
  • unipress