ეს არის ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს

ზურაბ ჭიაბერაშვილი

გამოქვეყნებულია  126 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმიანება პურის ფასის გაძვირებასა და საქართველოს დამოკიდებულებას რუსულ ხორბალზე.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ეკონომიკის შეჩერებამ პრობლემები შეუქმნა ქართველ მეწარმეებს, რამაც გაზარდა რუსული ხორბლის მოთხოვნა ჩვენ ბაზარზე, ამ ვითარებაში კი, საქართველოს უწევს რუსეთის მიერ დაწესებული ფასებით იხელმძღვანელოს. ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს.

"ეკონომიკის გაჩერებამ და ლარის დასუსტებამ უფრო და უფრო მძიმე ვითარება შეუქმნა ჩვენ მეწარმეებს, ვინც საქართველოში ხორბალს და ფქვილს აწარმოებდა და ამან კიდევ უფრო გაზარდა რუსეთზე დამოკიდებულება, რასაც მივყავართ იქამდე, რომ პრაქტიკულად რუსეთის მიერ დაწესებული ფასით უნდა ვიხელმძღავნელოთ საქართველოში, რის გამოც ჩვენ მოქალაქეებს ასეთ საბაზრო პროდუქტზე მოუწევთ უფრო და უფრო მეტი ფასის გადახდა. ეს არის ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს" - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეს არის ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელიც 31 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს
  • unipress