ეს არის მორიგი დარტყმა ბიზნესზე და მორიგი უგუნური, არაკომპეტენტური ნაბიჯი - ოთარ კახიძე შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე.

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  92 ნახვა განახლებულია 12 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ქუთაისში, ოთარ კახიძის
თქმით, შრომის კოდექსში, შრომის ინსპექციის გაძლიერება ზრდის წნეხს
დამსაქმებლებზე და ამით ერთიმხრივ, ადამიანები დაკარგავენ სამუშაო ადგილს და
მეოროემხრივ, ეს ხელს შეუშლის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ოთარ კახიძის თქმით, მძიმე ეკონომიკურ კრიზისს არა ამგვარი დამატებითი
რეგულაციები, არამედ გარდამტეხი ცვლილებები აღმოფხვრის.
„შრომის კოდექსში, შრომის ინსპექციის გაძლიერება ზრდის წნეხს დამსაქმებლებზე.
დღეს, როდესაც არის უმწვავესი ეკონომიკური კრიზისი და მინუსებში მიდის
ეკონომიკა, ყოველდღიურად იკარგება სამუშაო ადგილები, მსგავსი ტიპის გამკაცრება
სამუშაო რეგულაციების, არის მორიგი დარტყმა ბიზნესზე და მორიგი უგუნური,
არაკომპეტენტური ნაბიჯი და ეს კი არ გააუმჯობესებს დასაქმებულის უფლებებს,
პირიქით დააკარგვინებს სამსახურებს და ხელს შეუშლის ახალი სამუშაო ადგილების
შექმნას.
ამის საპიროსპიროდ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება, თუმცა ქართული ოცნების
პირობებში, ამის მოლოდინი არ გვაქვს. ჩვენ უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს
ივანიშვილი, მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სამუშაო
მეტი ადგილი.“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეს არის მორიგი დარტყმა ბიზნესზე და მორიგი უგუნური, არაკომპეტენტური ნაბიჯი - ოთარ კახიძე შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე.
  • unipress