ეს ფოტო 1997 წელსაა გადაღებული, ეს იყო პირველი დემონსტრაცია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებმა და არა პოლიტიკურმა პარტიებმა გავმართეთ გამსახურდიას მომხრეების მორიგი სასტიკი დარბევის შემდეგ

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  116 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, საკუთარ Facebook გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

გიგა ბოკერია იხესენებს ზვიად გამსახურდიას მომხრეების სასტიკ დარბევას და ამას ჩვენი ქვეყნისათვის სრულ კატასტროფას უწოდებს. გიგა ბოკერიას თქმით, დღეს უნდა დასრულდეს ადამიანების დაყოფა პოლიტიკუორ ნიშნით, როდესაც საქმე მათ თავისფლებას ეხება:.

"29 წლის წინ ამ დღეს, 2 სექტემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქცია პოლიციის რაზმმა დაარბია, გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი. ეს ამბავი შემდგომში განვითარებული მძიმე და ტრაგიკული მოვლენების კატალიზატორად იქცა. არ ვარ შეთქმულების თეორიების მოყვარული, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ძალიან ჰგავდა გარედან დადგმულ ამბავს.

29 წელი გავიდა და დღემდე არაა აღმოფხვრილი ის უმძიმესი მორალური და ეკონომიკური ზიანი, რაც ქართულმა საზოგადოებამ მაშინ მიიღო. ძალადობით ხელისუფლების დამხობის, ორგანიზებული დანაშაულის აღზევების, ადამიანების პოლიტიკური მრწამსის მიხედვით დახარისხებისა და მათი დევნის პრაქტიკა უმძიმეს კვალად გამოჰყვა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს.

1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიული სიმპათიების მიუხედავად, "მრგვალი მაგიდის" კომუნისტებზე გამარჯვება უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა ერთად ვიზეიმეთ. მე, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სტუდენტი ვიყავი. დღესაც არ შემიცვლია ჩემი აზრი ეთნიკური ნაციონალიზმის დაუშვებლობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ეკონომიკის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ის, რისი კატალიზატორიც 2 სექტემბერი აღმოჩნდა, სრული კატასტროფა იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

სამხედრო გადატრიალებას სამარცხვინო ამბავი მოჰყვა - გამსახურდიას მომხრეთა წლების განმავლობაში განუწყვეტელი დევნა და შევიწროება, მათ უუფლებლო მოქალაქეებად მიჩნევა. ეს ადამიანები ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხში ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებად მიმაჩნდა. როგორც ვთქვი, იმ საკითხებზე არც ახლა შემიცვლია პოზიციები, მაგრამ მხოლოდ უსიამოვნოდ მაგონდება, რომ მაშინ, 1991 წელს არ მქონდა გაცნობიერებული, როგორი კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა არჩეული ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობას. მე მაშინ 19 წლის სტუდენტი, მაგრამ ამავდროულად, ზრდასრული მოქალაქე ვიყავი.

ეს ფოტო 1997 წელსაა გადაღებული. ეს იყო პირველი დემონსტრაცია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებმა და არა პოლიტიკურმა პარტიებმა გავმართეთ გამსახურდიას მომხრეების მორიგი სასტიკი დარბევის შემდეგ. სამხედრო გადატრიალებიდან 5 წლის შემდეგაც კი ეს დევნა აქტიურად გრძელდებოდა, თუმცა, მაშინ, 1991 წლისგან განსხვავებით, უკვე ჩემთვისაც ცხადი იყო, როგორი სამარცხვინო და ქვეყნის მომავლისთვის დამანგრეველი იყო ეს დამოკიდებულება.

ვარდების რევოლუცია ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი აღმოჩნდა, განსაკუთრებით სამეგრელოში, რომელმაც ყველაზე მეტი და მტკივნეული დარტყმა მიიღო. აქ დაკარგული იყო აღქმა, რომ თბილისში არსებული მთავრობა მათი ხელისუფლებაც იყო. ვარდების რევოლუციამ ეს შეცვალა.

ახლა, 2020 წელს უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი რამ საქართველოში აღარასდროს უნდა განმეორდეს. ადამიანები პოლიტიკური შეხედულების მიხედვით არასდროს არ უნდა დავყოთ, როცა საქმე მათ თავისუფლებას ეხება" 

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეს ფოტო 1997 წელსაა გადაღებული, ეს იყო პირველი დემონსტრაცია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებმა და არა პოლიტიკურმა პარტიებმა გავმართეთ გამსახურდიას მომხრეების მორიგი სასტიკი დარბევის შემდეგ
  • unipress