10 კითხვა მთავრობას ამომრჩევლისგან

დიმიტრი შაშკინი

გამოქვეყნებულია  48 ნახვა განახლებულია 6 დღის წინ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა დიმიტრი შაშკინმა დღეს ის 10 კითხვა გაახმოვანა, რომელიც საზოგადოებას მთავრობის მისამართით აქვს და რომლის დასმასაც კომუნიკაციის ნაკლებობის გამო ვერ ახერხებს.


"ჩვენ, მთავრობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, დავდივართ სოფლებში, რაიონებში და ვისმენთ ამომრჩევლის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომლებზეც ისინი პასუხს ვერ ითებენ. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენ თვითონ გავახკოვანოთ ეს შეკითხვები.

1. ვის ჯიბეში წავიდა ხელისუფლების მიერ ნასესხები 10 მილიარდი ლარი, რომლის გადახდაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უწევს?

2. რამდენი ლარი მიიღო თითოეულმა ოჯახმა 10,000 ლარიანი სესხიდან , რომელიც გახარიამ ამ ოჯახების სახელით აიღო?

3. რა გააკეთა მთავრობამ, იმისთვის რომ სასწავლო წელი თითოეული ბავშვისთვის თანაბარ პირობებში დაწყებულიყო?

4. რატომ ხურავს თბილისის მერია ბარებსა და რესტორნებს და რატომ ანადგურებს მცირე ბიზნესს , როცა იგივე თბილისის მერია აფინანსებს 3 დღიან კონცერტებს, სადაც კოვიდ ინფიცირების ძალიან მაღალი რისკია?

5. რატომ შემოვიოდა 56 000 რუსეთის მოქალაქე საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალააქეები ფაქტობრივად ტყვეობაში ვარდებიან?

6. რატომ არ შეიძლება 50 კაციანი ქორწილის გადახდა, როცა ივანიშვილის მოპარული ხეების სანახავად ასობით ადამიანი რეგულაციიების დარღვევით შეჰყავთ დენდროლოგიურ პარკში?

7. რატომ იხარჯება მილიონობით ლარი კაბინეტების რემონტსა და ფუფუნების საგნებში , მაშინ რიოდესაც ქვეყნის ეკონომიკა თავზე გვენგრევა?

8. ამირან გამყრელიძე-12 მარტი-2000 სასუნთქი აპარატი; ეკატერინე ტიკარაძე -17 მარტი - 150 სასუნთქი9 აპარატი ; ამირან გამყრელიძე -18 მარტი -1946 სასუნთქი აპარატი ;ნინა კობახიძე -19 აპარატი; თამარ გაბუნია -14 სექტემბერი-2200 სასუნთქი აპარატი; და მაინც რამდენი სასუნთქი აპარატია ჩვენს ქვეყანაში ?

9. რატომაა საკარანტინო ზონებად ქცეული მხოლოდ ის სასტუმროები , რომელთა მფლობელების თანხას ბიძინა ივანიშვილს უხდიან?

10. თუ კი ქვეყანა მთლიანად დახურედ და ფაქტობრივად საკარანტინო ზონად იქცა მაშინ ახლა საიდან გაჩნნდა ან გავრცელდა ვცირუსი?

ეს არის კითხვები, რომელსაც სვამს ქართველი ხალხი და ვერ იღებს პასუხს მთავროიბისგან."- ამბობს შაშკინი

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • 10 კითხვა მთავრობას ამომრჩევლისგან
  • unipress