16 აგვისტოს ჩათვლით, ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება

ბარათაშვილის ხიდი

გამოქვეყნებულია  441 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

თბილისის მერიის ცნობით, ბარათაშვილის ხიდზე, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება.

„თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით ხიდების მოვლა-პატრონობას სისტემატურად ახორციელებს. წლიური ხელშეკრულების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია თბილისში არსებული ხიდებისა და გზაგამტარების შემოწმებას, მათი მდგომარეობის შესწავლასა და დაზიანების შემთხვევაში, აღდგენას ახდენს.

აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში, ბარათაშვილის ხიდზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით, ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • 16 აგვისტოს ჩათვლით, ბარათაშვილის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება
  • unipress