17 და 18 ნოემბერს იგეგმება განსხვავებული ფორმატის აქცია, ეს იქნება ერთგვარი საზეიმო დახვედრა პომპეოსი

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  88 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

17 და 18 ნოემბერს ჩვენ ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას, რომელიც იქნება მიძღვნილი ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ და ამავე დროს იქნება ერთგვარი საზეიმო დახვედრა ბატონი პომპეოსი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა:

"იქნება დაკრული სტიკერები, აბსოლუტურად დავიცავთ სოციალური დისტანციას, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, დადგნენ და თქვან ერთადერთი – გაყალბებულია. ჩვენ ერთი მხრივ, ამერიკის დროშებით ვესალმებით სტრატეგიულ პარტნიორს და ამავე დროს ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ არსებობს, პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება,  იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთი მესიჯით, რომ არჩევნები გაყალბებულია და მივესალმები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ, მეგობარ ქვეყანას. ეს აქცია არავის შეხვედრის მოთხოვნასთან, არაფერთან არ არის დაკავშირებული, ეს კავშირშია მხოლოდ ერთ რამესთან – გაყალბებასთან, არანაირი სხვა დატვირთვა ამ აქციას არ აქვს. მოგეხსენებათ, რომ პომპეოს ტურნეს აშუქებს მთელი მსოფლიო და შესაბამისად, მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • 17 და 18 ნოემბერს იგეგმება განსხვავებული ფორმატის აქცია, ეს იქნება ერთგვარი საზეიმო დახვედრა პომპეოსი
  • unipress