1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი პაოლო როსი გარდაიცვალა

პაოლო როსი

გამოქვეყნებულია  78 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახი პაოლო როსის გარდაცვალების მიზეზს არ ამხელს, თუმცა, იტალიური მედია იუწყება, რომ ფეხბურთელს მძიმე დაავადება ჰქონდა. 

როსი 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და იტალიის მუნდიალზე გამარჯვება დიდწილად მისი დამსახურებაა. მან ჩემპიონატზე 6 გოლი გაიტანა და ტურნირის ბომბარდირიც გახდა. განსაკუთრებით გამოსაყოფია ჰეთ-თრიკი ბრაზილიასთან, რომელმაც სამხრეთ ამერიკელები მუნდიალს მიღმა დატოვა. ბევრის აზრით, ის ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გუნდი იყო. 1982 წელს როსიმ ოქროს ბურთიც მოიგო. როსის იტალიის ნაკრებში ჩატარებული 48 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი.

საკლუბო კარიერის მთავარი წარმატება როსისთვის ტურინის "იუვენტუსს" უკავშირდება. ბებერ ქალბატონში ასპარესობისას (1981-1985) პაოლო როსიმ ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი, თასების მფლობელთა თასი, ორჯერ იტალიის სერია A და ორჯერ იტალიის თასი მოიგო.


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი პაოლო როსი გარდაიცვალა
  • unipress