2020 წლის მონაცემებით სადაზღვევო ჯგუფმა ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.8 მლნ ლარით მეტი პრემია მოიზიდა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი

გამოქვეყნებულია  57 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან. სადაზღვევო ჯგუფის ჯანმრთელობის დაზღვევით 35 ათასამდე ადამიანი სარგებლობს.

საქართველოს სადაზღვეო ჯგუფის ინფორმაციით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2020 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით 6.8 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს 3.8 მლნ ლარით აღემატება.

მათი ცნობით, მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით მომხმარებლებს 6.58 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა, ხოლო 2020 წელს უკვე ანაზღაურებულია 5.18 მლნ ლარამდე ზარალი.

საქართველოს სადაზღვეო ჯგუფის ინფორმაციით, რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • 2020 წლის მონაცემებით სადაზღვევო ჯგუფმა ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.8 მლნ ლარით მეტი პრემია მოიზიდა
  • unipress