2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება

საპარლამენტო არჩევნები

გამოქვეყნებულია  146 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება. ინიციატორები ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან.

“არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წარმოებული უსაფუძვლო პროპაგანდის პასუხად ჩვენ განვაცხადეთ, რომ პარლამენტი შექმნიდა დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლიდა 2020 წლის არჩევნებს და ყველა ბრალდებას, შესაძლო კითხვას დამატებით გაიცემოდა სამართლებრივი, არგუმენტებით გამყარებული პასუხი. შესაბამისად, დღეს ჩვენ გამოვდივართ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით, რათა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად ცნობილი, კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და ყველა შესაბამისი ნიუანსი კიდევ ერთხელ დეტალურად იქნას შესწავლილი უკვე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ”, - განაცხადა გუშინ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორის, ექსპერტების, პოლიტიკური პარტიების თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს, სხვადასხვა ინსტრუმენტების - მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.

კუჭავას განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა კიდევ ერთი ტესტია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციისთვის რეალურად სჯერათ იმ ბრალდებების, რომელსაც ახმოვანებენ, თუ ბრალდებები არჩევნებში საკუთარი მარცხის გასამართლებლად და საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად გამოიგონეს.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება
  • unipress