24 საათის განმავლობაში ჩემი კვება არავის გახსენებია - გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

გედევან ფოფხაძე

გამოქვეყნებულია  36 ნახვა განახლებულია 6 დღის წინ

"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელი მდივანის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში მშრალ შიმშილობაზე იყო და მისი კვება არავის გახსენებია. ამ თემაზე და საავადმყოფოში არსებულ სხვა პრობლემებზე მან “ღამის მთავარში” ისაუბრა:

"ის, რომ მე 24 საათის მანძილზე მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები და ჩაი დასჭირდეს, შეიძლება მე უნდა მომეთხოვა, მაგრამ 24 საათი ადამიანს რომ სადმე ამყოფებ, ალბათ, რაღაც უნდა შესთავაზო", – ამბობს გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძემ აღნიშნა, რომ საავადმყოფოში არა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უსაფრთხოება ირღვევა, რადგან ყველა პაციენტი საერთო სველი წერტილით სარგებლობს, გარდა ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად სარდაფია, რადგან ოთახებს ფანჯრები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 12 სექტემბერს დაუდასტურდა

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • 24 საათის განმავლობაში ჩემი კვება არავის გახსენებია - გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე
  • unipress