25-ე გარდაცვილილი 76 წლის კაცია, რომელიც ბათუმის ცხელების ცენტრში გუშინ შეიყვანეს

საქართველო

გამოქვეყნებულია  97 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი ბათუმიდან იყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 76 წლის პაციენტი „მედ ემერჯენსში“ 22 სექტემბერს შეიყვანეს, მას მძიმე თანხმლები დაავადებები ჰქონდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პაციენტი – 76 წლის, ქ. ბათუმის კლინიკა „მედ ემერჯენსში“ (ამჟამინდელი ცხელების ცენტრი) შეყვანილი იქნა 22 სექტემბერს 0:52 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა „კოვიდ-19“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • 25-ე გარდაცვილილი 76 წლის კაცია, რომელიც ბათუმის ცხელების ცენტრში გუშინ შეიყვანეს
  • unipress