3 მილიარდიან ნახევრიანი პაკეტი საკმარისი არ არის, ჩვენი გეგმა 6 მლრდ ლარის დახმარებას ითვალისწინებს - დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  217 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად და მოსახლეობის დასახმარებლად, 3 მილიარდიან ნახევრიანი პაკეტი საკმარისი არ არის და ჩვენი გეგმა 6 მილიარდი ლარის დახმარებას ითვალისწინებს - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე:                   

„ხანგრძლივი პაუზისა და დაგვიანების შემდეგ, ხელისუფლებამ ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმა წარადგინდა. წარდგენის პირველივე დღიდან ამ გეგმამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა- რამდენად ადეკვატურია ეს გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად და რამდენად შეძლებს ეს გეგმა საქართველოს ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანას. ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ თავიდანვე კრიტიკული დამოკიდებულება გვქონდა ამ გეგმის მიმართ და დღეს კიდევ ერთხელ საზოგადოებას წარვუდგენთ შედარებას, თუ რა უნდა ყოფილიყო, რა არ არის ხელისუფლების გეგმაში და რა არის „ევროპული საქართველოს“ ხედვა. ჩვენი შეფასებით, ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად და მოსახლეობის დასახმარებლად, 3 მილიარდიან ნახევრიანი პაკეტი საკმარისი არ არის და ჩვენი გეგმა 6 მილიარდი ლარის დახმარებას ითვალისწინებს. სად მიდის ეს 6 მილიარდი? პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, უხელფასოდ და უმუშევრად დარჩენილი ძალიან ბევრი ადამიანის დასახმარებლად. ხელისუფლება მათ 6 თვის განმავლობაში 200 ლარს ჰპირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში, მარტში საარსებო მინიმუმი 206 ლარია, ანუ საქართველოს ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს იმაზე ნაკლებ თანხას აძლევს, ვიდრე ეს საარსებო მინიმუმია“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • 3 მილიარდიან ნახევრიანი პაკეტი საკმარისი არ არის, ჩვენი გეგმა 6 მლრდ ლარის დახმარებას ითვალისწინებს - დავით ბაქრაძე
  • unipress