30 იანვარს, თბილისში 100-ზე მეტი რესტორანი მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს

ბიზნესი

გამოქვეყნებულია  346 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

30 იანვარს, თბილისში 100-ზე მეტი რესტორანი 24 საათით მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს,- ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა:

"იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომელიც მთავრობამ და ეპიდემიოლოგებმა მიიღეს, რომ ისევ დამუხრუჭდეს სფერო, ეს ნიშნავს, რომ რეალურად სფერო ნადგურდება. ხვალ 15:00 საათზე იმართება აქცია, რომელსაც შეუერთდება სტუმარ-მასპინძლობის სფერო და ასევე გადავწყვიტეთ, შაბათს მთლიანად გავაჩეროთ სარესტორნო მომსახურება. ამით გვინდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, როგორი შეიძლება იყოს რესტორნების გარეშე რეალობა. გვინდა ეპიდემიოლოგებს გავაგებინოთ, რომ ბიზნესი უბრალოდ ვერ გადარჩება".

მისივე ინფორმაციით, 30 იანვარს 24 საათით მუშაობას შემდეგი რესტორნები შეწყვეტენ: 1. „შავი ლომი“; 2. „ტაკერია“; 3. „ხაშერია“; 4. „ლეგატო“;5. „ქეთო და კოტე“; 6. „კერა“; 7. „წისქვილი ჯგუფი“; 8. „მეგრული სახლი“; 9. „სტეიკ ჰაუსი“; 10. „ზ10“; 11. „ხამანწკა ბარი“; 12. „სულიკო“; 13. „თონე“; 14.“ბარბარესთან“; 15. „ტაბლა“; 16. „წისქვილი წყნეთი“; 17. „ბლექ დოგი“; 18. „მულენი“; 19. Number 8 Brewery & Bars; 20. „ზაზანოვა“; 21. woodstok; 22. Respublika Grill Bar; 23. „ონორე“; 24. „ბიკენტიას საქაბაბე“; 25. „მარანი“; 26. „მარანი ჰოლი“; 27. „ბურგერკლასიკო“; 28. „შტელცეს სახლი“; 29. „კაფე დისქავერი“; 30. „დოლჩე დი პარადიზო“; 31. „მწვანე ტერასა“; 32. „ღვინის ბარი საფერე“; 33. „რაჭის უბანი“; 34. „ჩიქენ გაიზ“; 35. „ვერიკო“; 36. „ეისიდ ბარი“; 37. „სოფია მელნიკოვას ფანტასტიური დუქანი“; 38. Chacha Time; 39. „თამთაკი“; 40. „ჯი.ვინო“; 41. Coffee LAB; 42. „ეკლერ დე ჟენი“; 43.“ გაგრა“; 44. „ბარი ქიქოძე“; 45. „შატროვანი“; 46. „პომოდორისიმო“; 47. „საბადურები“; 48. „სტრადა; 49. „ქენდი“; 50. „თავადური“; 51. „კუდები“; 52.“ხინკლის სახლი ივერონი“; 53. „კალინა“; 54. „ბინა 37“; 55. „გალა“; 56. „ტერა ვაინი“; 57. „დარაბები“; 58. „მზიურის კაფე“; 59. „ჩაის სახლი“; 60. „მაესტრო“; 61. „ლინვილი“; 62. „კახელები ბელიაშვილზე“; 63. „კახელები“ (ლილო); 64. Prospero’s Cafe 65. „რესტორანი ზალა“; 66. “პიანი ბაზარი“; 67. „წიბახა გეიმ ქლაბი“; 68. „სახელოსნო ბარი“; 69. „სესილია“; 70. „ჯაზზ როკ კაფე“; 71. „დედაენის ბარი“; 72. „ბარი მაკულატურა“; 73. „ბარი ათონელი“; 74. Barbar’a Gastro Bar; 75. „ბაბალე“; 76. „ჩაბას ჯაზ როკ კაფე“; 77. „მეობა“; 78. „დაფნა“; 79. „პიანო“; 80. „ფასანაური“; 81. „ბერნარდი“; 82. „შემოიხედე გენაცვალე“ (მარჯანიშვილზე); 83. Bernard Sushi 84. Cecilia City Cafe; 85. „სახაჭაპურე N1“; 86. „ჩვენი“; 87. Warsteiner 88.Chef Saradjeff; 89. „ბარი ჯეირანი“; 90. Success Bar; 91. Valiko Mansion; 92. RIKEze ;93. „ალიბი“; 94. „პაბი მაკლარენი“; 95. „ბარი ჯეირანი“; 96. „ბარაკონი“; 97. Lola's sweets; 98. „ქეთის ბისტრო“; 99.“ ვერის დუქანი“; 100. „მოზაიკა ბარი“; 101. „ბურგერ ბარი“; 102. რესტორანი "ჩიქოვანი"; 103. ბარი „ამბავი“; 104. „მექსიკური კესადია“; 105. „ბუხარი“; 106. „აფხაზეთი“; 107. „კოლხეთი“; 108. „იტალიური გალერეა“; 109. „ჯორჯიან გალერი“; 110. „ფუდ მენეჯმენტ ჯგუფი“; 111. „სითი კაფე“; 112. „კაფე ბლუმი“; 113. ERTI KAVA coffee room; 114. „ჭაშნაგირი ბელიაშვილზე“; 115. „ჭაშნაგირი ნატახტარში“; 116. „ჭაშნაგირი საბურთალოზე“; 117. „პალატი“; 118. „ბადია“; 119. „გორგასალი“;120. "მასპინძელო ბეთანია"; 121. "ოტიუმი"; 122. "უბანი"; 123. "მეტეხის ჩრდილი"; 124. "მასპინძელო"; 125. "პურის სახლი".

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის თანახმად, აჭარაში 1-ელი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება, ხოლო სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • 30 იანვარს, თბილისში 100-ზე მეტი რესტორანი მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს
  • unipress