30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა 648 736-ს შეადგენს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი

გამოქვეყნებულია  67 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა 648 736-ს შეადგენს, მათ შორის 642 541 - პირველადია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეოთხე ანგარიშშია აღნიშული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.

ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, სექტემბერში ყველაზე მეტი რაოდენობის, ჯამში 267 629 PCR ტესტია ჩატარებული, მაშინ როდესაც აგვისტოში - 144 877, ხოლო ივლისში 120 384 PCR ტესტი ჩატარდა.

დოკუმენტის თანახმად, დღეისათვის, ლუგარის კვლევის ლაბორატორიის პარალელურად, COVID-19 ტესტირების პროგრამაში ჩართულია 26 სახელმწიფო და კერძო ლაბორატორია.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, PCR ტესტირებასთან ერთად ქვეყანა ახორციელებს სეროლოგიურ კვლევებს - ანტისხეულებსა და ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ მარტივ ტესტირებას გარკვეულ ჯგუფებში, თუმცა შემთხვევის დადასტურება ხდება მხოლოდ PCR ტესტირებით. 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში განხორციელებულია 176 642 ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი მარტივი ტესტირება

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • 30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობა 648 736-ს შეადგენს
  • unipress