5 გამორჩეული ფაქტი მიროსლავ კლოზეს კარიერიდან

მიროსლავ კლოზე

გამოქვეყნებულია  3,513 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

1.მადლობა პოლონეთს და გერმანიას

გერმანია განსაკუთრებით მადლიერი უნდა იყოს, რადგან მსოფლიოს ყველა დროის საუკეთსო ბომბარდირი გაუზარდა.

მიროსლავ კლოზე პოლონეთის ქალაქ ოპოლეში დაიბადა, 60 კილომეტრის მოშორებით იმ ქალაქისგან სადაც გერმანული ფეხბურთის მეორე ლეგენდა ლუკაშ პოდოლსკი არის დაბადებული. კლოზე ოჯახთან ერთად მალევე გადავიდა საფრანგეთის ქალაქ ოსერში და სულ ცოტა ხანში გერმანიას მიაშურა, იმ პერიოდში ლეგენდა მხოლოდ პოლონურად და ფრანგულად საუბრობდა.

2.საიდანღაც მოსული ვარსკვლავი

ვინმეს ახსოვს იორგენ პეტერსონი? იყო ასეთი მოთამაშე, რომელიც მიუხენგლადბახის ბორუსიასა და კაიზერსლაუტერნში დიდი წარმატებებეის გარეშე ასპარეზობდა. მიროსლავ კლოზეს დებიუტი გერმანიის ბუნდეს ლიგაში სწორედ იორგენ პეტერსონის შეცვლით იწყება, გერმანელი 21 წლის იყო და მისი პირველი მეტოქე ფრანკფურტის აინტრახი გახლდათ.

წლების შემდეგ კაიზერსლაუტერნის პრეზიდენტს კლოზეს შეფასება სთხოვეს: „ დღემდე გაოგნებული ვარ, თითქოს არსაიდან მოსული პატარა ბიჭუნა ჩემს თვალწინ ვარსკვლავად იქცა“.

 3.ბრემენული ზღაპარი

„ ბრემენი ეს ის კლუბია, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ჩემი, როგორც ფორვარდის ჩამოყალიბებაში, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩემი თანაგუნდელები იოჰან მიცუ, დიეგო და ივან კლასნიჩი, ისინი რომ არა დღეს მე ამ დონეზე ვერ ვითამაშებდი“.

2005/06 წლების სეზონში კლოზემ 26 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და ბრემენის ვერდერს ჩემპიონთა ლიგის საგზურიის მოპოვებაში დაეხმარა. ზოგადად ის პერიოდი ბრემენელი მუსიკოსებისთვის გამორჩეული იყო, გუნდი ულამაზეს ფეხბურთს აჩვენებდა და იოლი ბარიერი არავისთვის გახლდათ.. ყველას გემახსოვრებათ ჩემპიონთა ლიგის მატჩი იუვენტუსთან, ამ გუნდის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ემოციური..

4.გერდ მიულერის რეკორდი 

2014 წელი მიროსლავ კლოზესთვის მართლაც რომ ისტორიულია , მან სომხეთთან ამხანაგურ დაპირისპირებაში, რომელშიც გერმანელებმა 6-1 იმარჯვეს, გოლის გატანა მოახერხა და გერმანიის ყველა დორის საუკეთსო ბომბარდირებში ლეგენდარულ გერდ მიულერს გადაასწრო. სანაკრებო კარიერა მირომ 71 გოლით დაასრულა.

5.კვლავაც პირველი

კლოზემ მისთვის რიგით მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე ორი გოლი გაიტანა და მუნდიალის ისტორიაში საუკეთესო გოლიადორის სტატუსიც დაისაკუთრა, 24 მატჩი 17 გოლი. საბოლოოდ მან და გერმანიამ ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს და ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვეს.

ფეხბურთის ისტორიაში მიროსლავ კლოზეს სახელი ოქროს ასოებით არის ჩაწერილი, მისი შეფასებისას უამრავი მაქებარი ეპითეტის გამოყენება შეიძლება, თუმცა იოახიმ ლიოვის სიტყვებით დავასრულოთ:

„ ვფიქრობ კლოზეს წარმატების საიდუმლო მის პროფესიონალიზმსა და ყველასაგან გამორჩეულ თავშია!“

ლუკა დალაქიშვილი

Image
Image
Image
Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • 5 გამორჩეული ფაქტი მიროსლავ კლოზეს კარიერიდან
  • unipress