Edison Research-ის ვიცე პრეზიდენტის თქმით, მათ სისტემაზე კიბერ შეტევის მცდელობა იყო

Edison Research

გამოქვეყნებულია  257 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

Edison Research-ის ვიცე პრეზიდენტის, ნინო ჯაფარიძის განცხადებით, მისი კომპანიის კომპიუტერულ სისტემაზე კიბერ შეტევის მცდელობა იყო. ამის შესახებ, ნინო ჯაფარიძემ "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"დღეს დილით რომ გავიღვიძე და შევედი ჩემი სამსახურის კომპიუტერზე შევამოწმე ელექტრონული ფოსტა. მეილი იყო უცნაური ადრესატიდან, სადაც მაცნობეს, რომ თითქოს ზარი გამოვტოვე, ზარის ჩანაწერიც არის, ხოლო ეს ჩანაწერი რომ მომესმინა უნდა დამეჭირა ბმულისთვის. ეს იყო დაახლოებით დილის 06:50 საათზე. შემდეგ, რამდენიმე წუთში იყო შეტყობინება ერთ-ერთი ჩემი კოლეგისგან, ისეთი ადამიანისგან, რომელსაც ვიცნობ კარგად, ბუნებრივად ჰგავს იგი ამ მეილს. რა თქმა უნდ არა გავხსენი, რადგან უცნაური ტექსტი დაიწერა. არ გავდა პროფესიულ ან მეგობრულ კომუნიკაციას. ვიღაცამ იცის ჩემი ელექტრონული ფოსტა და ეს, რა თქმა უნდა, არაა რთულად მოსაპოვებელი.

ძალიან გასაკვირია ის, რომ არჩევნებამდე სამი დღე დარჩა ედისონი ატარებს ეგზიტოლს და უნდათ, ყურადღება გამიფანტონ, შესაძლებელია ეს არის მიზანი რომ შემოვუშვა ვირუსი და კომპიუტერში პრობლემა გამიჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს მიზანი თუ აქვთ დასახული ვერ მიაღწევენ საწადელს. ამიტომ ვთხოვ, რომ დროს ნუ დახარჯავენ. 

ეგზიტპოლის მონაცემებისთვის სულ სხვა სისტემას ვხმარობთ და სამწუხაროა, რომ ვერ ერკვევიან. რა თქმა უნდა, ეგზიტპოლს და კვლევებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. შეიძლება კომპიუტერი გაფუჭებულიყო ან ნელა ემუშავა, ან მაილიდან ჩამოეტვირთათ ვისთან მაქვს მიმოწერა, ვისთან ვთანამშრომლობ".- აცხადებს ნინო ჯაფარიძე

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • Edison Research-ის ვიცე პრეზიდენტის თქმით, მათ სისტემაზე კიბერ შეტევის მცდელობა იყო
  • unipress