Twitter-ის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობა მუდმივად შეეძლებათ

Twitter

გამოქვეყნებულია  413 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

სოციალური პლატფორმა Twitter კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს სახლიდან მუშაობის უფლებას სამუდამოდ აძლევს.

BBC-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით Twitter-ში 5 000-მდე ადამიანი მუშაობს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო მარტიდან დისტანციური მუშაობის რეჟიმში გადავიდნენ. ამიერიდან დასაქმებულებს თავად შეეძლებათ გადაწყვიტონ სახლიდან სურთ მუშაობა თუ არა.

„თუ თანამშრომლის პოზიცია და მოვალეობა სახლიდან მუშაობის შესაძლებლობას იძლევა და მათ ამის სურვილი აქვთ, ჩვენ ამის განხორციელებაში ხელს არ შევუშლით“,- აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი ჯეკ დორსი.

როგორც ცნობილია, Twiter-ის მთავარი ოფისი, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, მუშაობას 2020 წლის ბოლოდან განაახლებს


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • Twitter-ის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობა მუდმივად შეეძლებათ
  • unipress